კომპანია GF

დღეს დღეობით ძალიან რთულია ავტო მფლობელისთვის მიიღოს ხარისხიანი და კეთილსინდისიერი მომსახურება სხვა და სხვა ავტო სერვისში, ამ მიმართულებით პრობლემა საკმაოდ კომპლექსური და მწვავეა რაც თავისთავად დიდ დისკომფორტს ქმნის ავტომობილის შეკეთების დროს, პიროვნებას რომელსაც მიყავს ავტომობილი შესაკეთებლად არანაირი გარანტია არ აქვს რომ ის მიიღებს სწორედ იმ მომსახურებას რაც მას ნამდვილად სჭირდება. უკვე არსებულ ავტოსერვისებში ძირითადი პრობლემა არის არაკეთილსინდისიერად შესრულებული სამუშაო.


 კომპანია “ჯიენდეფი” დაარსდა 2016 წელს. ინსპირაცია წარმოიშვა მას შემდეგ რაც ავტომობილის ელემენტალური დეტალის შეცვლაზე მომიწია დროის და თანხის უაზრო ხარჯვა, სირბილი სხვა და სხვა მაღაზიებსა და ავტოსერვისებში და საბოლოო ჯამში დახარჯული თანხა მნიშვნელოვნად აღემატებოდა იმ თანხას რაც ავტომობილის შესაკეთებლად იყო საჭირო. ამის შემდეგ გაჩნდა იდეა ჩამოგვეყალიბებინა სისტემა რომელიც იკისრებდა საკუთარ თავზე იმ პრობლემების თავიდან არიდებას რაც ავტომობილის შეკეთების დროს წარმოიშვება. ეს ორგანიზაცია მიზნად ისახავს შექმნას სისტემა რომელიც გააერთიანებს მცირე ზომის ავტო-სერვისებს ერთ სივრცეში. სისტემაში გათვალისწინებულია ყველა ის ასპექტი რომელიც ავტომობილის შეკეთებას თუ პროფილაქტიკას ეხება.(ინფორმაცია ბაზარზე არსებული ავტონაწილების ხარისხზე, ადგილმდებარეობზე, სპეციალისტების კვალიფიკაციის ხარისხზე.) სისტემა მომხმარებელს საშუალებას აძლევს მიიღოს სანდო და გარანტირებული მომსახურება ავტოსერვისში ზედმეტი ხარჯების გარეშე, ოპტიმალური გადაწყვეტილების შეთავაზებით, მომხმარებლის ფინანსური მდგომარეობის და სურვილის გათვალისწინებით.

index.php

შემოგვიერთდით